|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე, პაატა მანგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს

შსს ცნობით, დაკავებულები არიან პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანგალაძე და ლაშა ბერიძე. 

შსს-ს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, გამოძიება მათ წინააღმდეგ  „სისხლის სამართლის კოდექსის“ 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

ავტორი: