|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ნადირაძე: მე თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და შევქმნი უკეთეს ჭიათურას [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლეჟუბნის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

"ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია გავეცნო თქვენს პრობლემებს და  თქვენი თანადგომით, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ და გადავჭრათ ყველა აქტუალური საკითხი. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები ხელმძღვანელი, რომელიც ყველა თქვენგანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სიტყვას გაძლევთ, კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება მოსახლეობასა და ქალაქის მერს შორის. მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ პატა ნადირაძის ნახვა. მე მხოლოდ 21 ოქტომბერს გამარჯვებისთვის არ მოვდივარ. 4 წლის შემდეგ, მერობის ვადა რომ გამივა, თქვენ რას იტყვით ჩემზე, ესაა მნიშვნელოვანი", -განაცხადა პაატა ნადირაძემ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები გააცნო. შეხვედრის ბოლოს კი, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი წარუდგინა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ პარტია "ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა