|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა - ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე შიმშილობის 31-ე დღეს

 „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შიმშილობის 31-ე დღეს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა.

 მისი თქმით, მონიტორინგის პროცესი და მხარდამჭერი თერაპია გრძელდება. 

„მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია. იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი: