|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალი გამოუშვით, წყალწაღებულებო! - სოფელ კულაშში მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალი გამოუშვით, წყალწაღებულებო! - ამ მოთხოვნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა უწყლოობას აპროტესტეს.

მათი თქმით, ორი თვეა დასახლებას წყალი არ მიეწოდება და სასმელ წყალს მიმდებარე სოფლებიდან ეზიდებიან. მოსახლეობა წუხს, რომ წყალი მძიმე ეპიდემიური ვითარების პირობებში არ აქვთ. ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლი მივიდა, რასაც ხმაური მოყვა.

კომპანიის წარმამადგენელის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება. მისი განცხადებით, შეფერხება იყო, თუმცა სამუშაოები განხორციელდა და წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა წევრებმ გამოუცხადეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი