|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელფასების გაცემას პარასკევიდან დავიწყებთ" - ჯამბულ ჯაყელი

მეშახტეების აქციაზე მივიდა "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ფინანსური პრობლემა აქვთ, სამთავრობო სხდომას ელოდებიან და თუ შეთანხმება მოხდა,  ხელფასების პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება.

"ერთი წელია გავცემთ ხელფასებს და მეთოთხმეტე თვეზე შეგვექმნა პრობლემა, რომლის მორეგულირებაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან. ხვალ არის სამთავრობო სხდომა გასულ ხელფასებზე, თუ ეს საკითხი მოგვარდა პარასკევიდან ხელფასების გაცემას დავიწყებთ, თუ არა მომდევნო სხდომას სამშაბათსაა და იქ გაგრძელდება"-განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მან ასევე ისაუბრა შახტის ამუშავების შესაძლებლობაზე და განაცხადა, რომ მუშაობა ამ მხრივაც მიმდინარეობს.

"პარალელურად შახტის გაშვებაზეც მიმდინარეობს კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან.

ამ პერიოდში ძალიან დიდი სამუშაოები ჩავატარეთ. თითქმის ყველაფერი მოწესრიგებულია. ლავები ახლა არის დახურული, უნდა გაიხსნას ახალი ლავები. იყო რეკომენდაციები, რომლებიც დიდ დროს მოითხოვდა, მაგრამ თუ გაიცემა ნებართვა ამუშავებაზე,  ფაქტიურად შახტი მზადაა, დანარჩენი კადრების გადამზადება და ტრენინგები მერე მოხდება", -განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მერიის წინ აქცია გრძელდება. აქციას ჭიათურელი მაღაროელებიც შეურთდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა