|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარიზში "ყვითელი ჟილეტების" მარშის დროს ათობით ადამიანი დაშავდა [PHOTO]

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გუშინ "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. ეს უკვე რიგით  მე-12 აქციაა, რომელიც ემანუელ მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ იმართება.

გუშინ პარიშის ქუჩებში ათეულ ათას მეტი ადამიანი პოლიცის მიერ ძალის გადამეტების გასაპროტესტებლად გამოვიდა.  

მარშის მონაწილეებმა პოლიციელების მხრიდან იარაღის გამოყენება გააპროტესტეს.

მარშის მონაწილეებს რეზინის ტყვიების შედეგად დაზიანებები სახის არეში აქვთ მიღებული, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.  

სამწუხაროდ, გუშინდელი მანიფესტაციის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. არიან დაკავებულებიც.

 

ეკა ლელაძე პარიზიდან "ნიუპრესისათვის" 

 

 

   

  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა