"პარკინგსერვისი" "ნიუპრესზე" გასულ მასალას პასუხობს
შ.პ.ს. "პარკინგსერვისი" "ნიუპრესზე" გასულ მასალას, რომელიც მძღოლებსა და "პარკინგსერვისის" თანამშრომლებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს, დაპირებისამებრ, საკუთარი ვებ გვერდიდან პასუხობს.
"სააგენტო newpress.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ინფორმაცია, რომელიც ასახავს შ.პ.ს. "პარკინგსერვისი"-ს თანამშრომლებისა და ტაქსის მძღოლებს შორის კამათს, არ ასახავს სრულად მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც შპს პარკინგსერვისის თანამშრომლები ტაქსის მძღოლებს უხსნიდნენ, რომ სავალდებულოა პარკირების მოსაკრებლის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სარგებლობენ პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის N69 დადგენილების შესაბამისად.
ამასთან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ პარკირების ადგილზე არ იყო განთავსებული პარკირების ნიშანი, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ფოტომასალა. შესაბამისად დაჯარიმება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.
აღნიშნული ინფორმაცია შპს "პარკინგსრვისის" მიერ უკვე არაერთხელ მიეწოდა როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე დანარჩენ საზოგადოებას.
შ.პ.ს. "პარკინგსერვისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ავტო მფლობელებს დაიცვან ქ.ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედი მანქანების პარკირების წესები", -აცხადებს "პარკინგსერვისი"-ს ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, მძღოლმა "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, რომ ადგილი, სადაც მისი ავტომანქანა იდგა, ასფალტზე პარკირების მანიშნებელი მარკირება არ იყო გაკეთებული.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















