პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავს
პარლამენტი დღეს 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავს. პარლამენტს ბიუჯეტი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა.
„2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი გაჯანსაღების შედეგად 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
2018 წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ ოთხასამი მილიონია. არსებული ინფორმაციით, ბიუჯეტს მხარს საპარლამენტო უმცირესობა არ დაუჭრს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















