"საპარლამენტო ქუთაისის იდეა არც ერთი პარტიის კუთვნილება არაა"
საპარლამენტო ქუთაისის იდეა არც ერთი პარტიის კუთვნილება არაა - აცხადებს ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარების საკითხის განხილვის თემის გააქტიურებას ეხმიანება.
ქუთაისი ყოფილი მერი, რომლის დროსაც მოხდა პარლამეტნის ქუთაისში გადმოტა, აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის გადატანის საბოლოო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.
"ქართულმა ოცნებამ" დაიწყო პროცესები პარლამენტის ქუთაისიდან საბოლოოდ გადასატანად. აქამდე, მართალია, თითქმის არაფრისმომტან რეჟიმში ფუნქციონირებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ამ სტატუს-ქვოს შენარჩუნებასაც მნიშვნელოვანი სამომავლო დატვირთვა აქვს. დღეს კი, უმრავლესობის ერთ-ერთ დეპუტატს, ვინმე არველაძეს, გაახმაურებინეს კარგა ხნის უკან მომწიფებული გადაწყვეტილება", -აცხადებს გია თევდორაძე.
თევდორაძე მოსახლოების გააქტიურებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ პოლიტიკური ნიშნით თავის შეკავება, მტრების მზაკვრული გეგმაა.
"ამ გარდაუვალად სასიკვდილო განაჩენისგან ქუთაისის ხსნა მხოლოდ ჩვენი, ქუთაისელების ერთიან და ამ საკითხისადმი ცალსახად უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებას შეუძლია. მინდა, ყველას მოგმართოთ თხოვნით, საპარლამენტო ქუთაისის იდეა არც ერთი პარტიის კუთვნილება არაა. იმ ნარატივის ჩამოყალიბება, რომ თუ ქუთაისში პარლამენტი გინდა, ესე იგი "ნაციონალი" ხარ, მხოლოდ ჩვენი ქალაქის მომავლის მტრების მზაკვრული გეგმაა!
დღეს ჩუმად გაჩერება ნიშნავს იმათ წისქვილზე წყლის დასხმას, ვისაც ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე ფეხებზე ჰკიდია. გავერთიანდეთ მხოლოდ ამ იდეის გარშემო, ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, რომ ხვალ კითხვაზე - მაშინ რა ჰქენი? არ გავჩუმდეთ და უხერხულობისაგან თავი არ ჩავხაროთ", -აცხადებს გია თევდორაძე.
შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატები რეგლამენტში პარლამენტის ადგილმდებარეობის ჩანაწერის საკითხს განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" პარლამენტის თბილისში სრულად გადატანას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოახდენს.
ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი, შესაძლოა, რეგლამენტიდანაც გაქრეს
რას ფიქრობენ დეპუტატები პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესაძლებლობაზე?
"სად ჩატარდება პარლამენტის პლენარული სხდომები, თბილისში თუ ქუთაისში, ბიურომ გადაწყვიტოს"
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















