|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქციაზე მისულ "ნაციონალებს" პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებული დახვდათ(PHOTO)

ქუთაისის, "ნაციონალური მოძრაობის"ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად   შეიკრიბა.

"ახალგაზრდული ფრთის" თავმჯდომარის  დავით ლაშქარეიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია და მის დასუფთავებას ახალგაზრდები შეეცდებიან.

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია  გადაქცეულია ცხენების საძოვრად. ჩვენ პირველად მოვაწყვეთ მსგავსი აქცია, თუმცა თუ საჭირო  გახდა კვლავ მოვალთ და დავასუფთავებთ ტერიტორიას. მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას ყურადღება მიაქციონ საკანონმდებლო ორგანოს",– განაცხადა ლაშქარეიშვილმა.

დასასუფთავებლად მოტივირებულ ახალგაზრდებს პარლამენტი დასუფთავებული დახვდათ. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობის შესახებ უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ პარლამენტში განცხადება გააკეთა. მანამდე, პრობლების შესახებ არაერთხელ განაცხადეს ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი