"პარლამენტთან დაკავშირებით განცხადება არასწორად იქნა გაგებული"
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არასწორად იქნა აღქმული.
მარშანიას თქმით, გაუგებრობა მოხდა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის და ვერც იქნება.
“პარლამენტის ადგილსამყოფელი დაკავშირებულია კონსტიტუციასთან. ჩვენ თუ ვთანხმდებით და იდეაა, რომ კონსტიტუციის მეოთხე მუხლი გავაუქმოთ და ორპალატიანი პარლამენტი შევქმნათ, მაშინ, ლოგიკური და სწორი იქნება, რომ ერთ-ერთმა პალატამ ქუთაისში იმუშაოს, მეორემ – თბილისში”, – განაცხადა მარშანიამ.
თუმცა მან კვლავ აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















