ილია მეორე ქუთაისიდან მოსკოვში მიემგზავრება
მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ესწრება. ის პარლანენტში სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა. მან შენობის უკანა შესასვლელით ისარგებლა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პატრიარქი ქუთაისიდან მოსკოვში მიემგზავრება. ის კოპიტნარის აეროპორტიდან გაემგზავრება. ხვალ კი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდება.
20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ, რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ქართულ დიასპორასთანაც გამართვს შეხვედრას. შეხვდება თუ არა ილია მეორე რუსეთის ოფიციალურ პირებს, უცნობია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















