პარლამენტის თბილისის სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
„სარეაბილიტაციო სამუშაოები რიგ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ პროექტს, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენთვის. საკითხი ეხება თბილისში, პარლამენტის შენობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მოქონე პირებისთვის. ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ეს შენობა იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“,-აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით, ამ კუთხით სატენდერო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები პარლამენტის თბილისის შენობაში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში გააგრძელებს.
"სად ჩატარდება პარლამენტის პლენარული სხდომები, თბილისში თუ ქუთაისში, ბიურომ გადაწყვიტოს"
ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი, შესაძლოა, რეგლამენტიდანაც გაქრეს
"ქუთაისს მე მივეცი პარლამენტი, ეს იყო თბილისის ინტერესების გათვალისწინებაც"
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















