პარლამენტში გომელაურის მოსმენა 1 აპრილს გაიმართება?
პარლამენტის პლენარული სხდომა პარასკევს გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელი სხდომის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ვინაიდან დღის პირველ ნახევარში ვერ შედგა კვორუმი, საღამოს ხელმეორე რეგისტრაცია აღარ გაიმართება, რადგან მოსალოდნელი აღარ არის დეპუტატების რაოდენობის გაზრდა.
"საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტის დელეგაცია, დეპუტატების ნაწილი ქუთაისში იმიტომ არ არის, რომ მათ ხვდებიან. სამწუხაროდ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩვენი დეპუტატები დაშავდნენ და ისინი ავადმყოფობის გამო აგრძელებენ მკურნალობას. ასევე რამდენიმე დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება სხდომას. სხდომა დღეს არ არის უფლებამოსილი ჩატარდეს. რეგლამეტის თანახმად, სხდომა პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება სხდომა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
დღეს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა კვორუმის უქონლობის გამო სხდომა ჩაიშალა. როგორც გაირკვა, პარასკევს ქუთაისში ჩამოსვლას არ გეგმავს უსაფრთხოების სამსახურის შეფი. მისი განცხადებით, ის მზად იყო ყველა დეპუტატის შეკითხვისთვის გაეცა პასუხი, პარასკევის სხდომას კი ვერ დაესწრება.
ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატების განცხადებით, მმართველმა კოალიციამ სხდომა განგებ ჩაშალა.
წყარო: ipn.ge
ავტორი:





21:51
11:02
16:29
16:27
















