პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა იმართება
დღეს, ქუთაისში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა იმართება.
პარლამენტის სასახლეში მინისტრობის კანდიდატები თავდაპირველად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს“ შეხვდებიან, შემდეგ კი, მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის და მთავრობის შემადგენლობის განხილვა გუშინ პარლამენტის კომიტეტებში გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















