|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა ყაველაშვილმა  ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.

ღონისძიებას ესწრებოდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ იყო..

პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი