|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შევიდა

"ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება"-ამ შინაარსის  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელს 80 დეპუტატის აწერს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ჩაბარდა.
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის  კონსტიტუციის 36-ე მუხლში. ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ავტორად უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციები: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი" სახელდება.

პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია – მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.

საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ  "რესპუბლიკელები", თუმცა ფრაქციის  ორი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი პროექტს  ხელს აწერს.

სავარაუდოდ, უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს სხდომაზე წარედგინება.

ავტორი: