|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

დღეს  პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. ის  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს  წარადგენს.

აღნიშნული ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა საკითხები, რომელიც სუს-ის საქმიანობის პრეროგატივას განეკუთვნება.

გუშინ კი სუს-ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტის სამ კომიტეტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ გააცნო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი