|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლების პასუხები უფრო მეტ კითხვას აჩენს"

პასუხები, რომელსაც ხელისუფლება იძლება გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, უფრო მეტ კითხვას აჩენს,-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ეს პიროვნება დაკავებულია არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზე.

"უამრავი კუთხვის ნიშანი ჩნდება ამ საქმესთან დაკავშირებით, არასანდოდ გამოიყურება პროკურატურის ინფორმაცია.  ადამიანმა შეიძინა ციანიდი, თან ჩააბარა ანგარიში, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებდა, შემდეგ, რამდენიმე საზღვრის გადაკვეთის შემდეგ გეგმავდა ამის წაღებას, რაც არადამაჯერებელია. ბევრი ვერსია არსებობს და პასუხები, რომელსაც ხელისუფლება იძლევა, უფრო მეტ კითხვას აჩენს. აუცილებელია ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, ეს დელიკატური თემაა თითოეული ქართველისა და მართლმადიდებელისათვის"-აცხადებს შუშანია.

მისი თქმით, სწორედ "რუსთავი 2-ის" მეშვეობით იღებს საზოგადოება პასუხს იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რომელიც ჩნდება. აქ მოხდა პირველად წერილის გამოქვეყნება, სადაც საპარტრიარქოში არსებული ვითარების მხილებაა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან..

შუშანიას თქმით, სწორედ ამიტომ მიდის ბრძოლა "რუსთავი-2" ის წინააღმდეგ, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელობანი საკითხები არ შუქდებოდეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა