ქუთაისელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა
პატარა ქუთაისელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა. ონისე სოსელიამ 23-31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში ევროპის 18 წლამდელთა კიკსბოქსინგის ჩემპიონატზე იასპარეზა და K1-ში (პროფესიონალებში) ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ევროპირველობაზე 34 ქვეყნის სპორტმენები გამოვიდნენ, საქართველოს სახელით ძალები 5 კიკბოქსიორმა მოსინჯა და ამათაგან ოთხმა მედალი მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ონისე სოსელია რამდენიმე წელიწადია საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ მურთაზ ბებიასთან ვარჯიშობს და კონტინენტის პირველობისთვისაც მისი მეთოდებით ემზადებოდა.
ავტორი: ანა ჯიქია