"პატრიოტებმა" მოსკოვში აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე იმსჯელეს
"ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და თქვენ გრძნობთ ხალხის განწყობას" -ამ სიტყვებით დაიწყო რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა "პატრიოტთა ალიანსის" დელეგაციასთან შეხვედრა.
კალაშნიკოვის განცხადებით, მიუხედავად ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის პანიკისა, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა მტკიცე ხასიათი გამოიჩინეს და მოსკოვში მაინც ჩავიდნენ. კალაშნიკოვის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ადვილი არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
"პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, გარკვეული ძალები და პოლიტიკოსები თბილისში მიზანმიმართულად ხელს უშლიან საპარლამენტთაშორისო დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებას. დუმაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტარებმა ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრეს მათ შორის, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე, საგანგებო სიტუაციების ხაზით ურთიერთობაზე.
"შეხვედრაზე რიგი საკითხები განვიხილეთ, რომელიც უახლოეს დროში განხილვას და გადაწყვეტას ითხოვს. პირველ რიგში საუბარია ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ეს არის საკითხები, როგორც ორმხრივი ურთიერთობის დალაგება რუსეთსა და საქართველოს შორის, კონკრეტულად კი სარკინიგზო გზების ფუნქციონირებას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის"- განაცხადა კალაშნიკოვმა.
მან ასევე გაიხსენა საქართველოში ბოლო დროს გაჩენილი ხანძრები და ის ფაქტი რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებაზე უარი თქვა.
"რატომღაც ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს უარის თქმა, მაგრამ მათ უარი არ უთქვამთ რუსეთში ბორჯომის მიწოდებაზე. ნუთუ ასე ძალიან არ ეცოდებათ საკუთარი ტყე? კონტაქტები საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან და ასეთივე უწყებასთან საქართველოში, უნდა დალაგდეს დიალოგის დონეზე მაინც", - განაცხადა კალაშნიკოვმა.
პირველი რადიო
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















