პენსია 2019-2020 წლებში გაიზრდება
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პენსია 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს კიდევ 20 ლარით გაიზრდება. პენსიის ზრდა არ არის გათვალისწინებული მომავალ წელს.
”მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მართალია, ვიცოდით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არ გავაკეთეთ ეს განცხადებები. არ მივეცით ფუჭი დაპირებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაძლევთ დაპირებებს, რომელსაც ვასრულებთ, ჩვენ 2016 წელს ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, ოთხპუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და შესაბამისად, ჩვენ უნდა მივცეთ ის დაპირებები, რომელსაც შევასრულებთ. ჩვენ 2019 და 2020 წელს გავზრდით პენსიას. ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელშიც ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















