|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პერფორმანსები დემოკრატიული იდეების გავრცელებისათვის

ქუთაისში „თხრობითი სტილის პერფორმანსი“ გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისტორიები იმ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე გაიხსენეს, რომლებიც ცვლიან გარემოს. „დემოკრატიის მთხრობელთა დასი“-ს წევრები ახალგაზრდებს უამბობენ საინტერესო ისტორიებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვის ფაქტებს, სამოქალაქო აქტივიზმის ამსახველ ისტორიებსა და საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის კონკრეტულ მაგალითებს. „ჩემი გმირი კახელი გოგონაა, რომელიც თბილისში სასწავლებლად წავიდა, მან დაინახა რამდენად დიდი განსხვავება იყო განვითარების მხრივ მის სოფელსა და თბილისურ ცხოვრებას შორის, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა და სოფელზე დაიწყო ზრუნვა. - ამ კონკრეტული მაგალითებით გვინდა დავანახოთ სხვა ახალგაზრდებს თუ რაოდენ დიდი ძალა აქვთ მათ და რომ შეუძლიათ შეცვალონ გარემო“, - აღნიშნა „მთხრობელთა დასის“ წევრამა ლელა შარაძემ.

პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების ნოვაციური ფორმის ,,თხრობითი პერფორმანსების“ საშუალებით, ახალგაზრდებს შორის დემოკრატიული იდეებისა და სამოქალაქო ღირებულებების გავრცელებაა. ა/ო "ბორჯღალი" პროექტს ,,ცვლილებების მატარებელი“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ დირექტორის, ციალა ქათამიძის თქმით, შეხვედრები უკვე გაიმართა სვანეთში, კახეთში, სამეგრელოში.

მომდევნო პერფორმანსები რაჭასა და გურიაში ჩატარდება.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა