|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პერსპექტივა ქუთაისს" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

"პერსპექტივა ქუთაისს"-ამ სახელწოდებით ქუთაისში ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა. მოძრაობა სამოქალაქო აქტიურობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მოძრაობა ია იაშვილმა და ქეთი დეისაძემ დააფუძნეს. მათი თქმით, მოძრაობის მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებისთვის ქალაქში არსებული პრობლემების გაჟღერებაა. მთავარი აქცენტი პარლამენტის დაბრუნებაზე გაკეთდება.
 
"არავინ არის დარწმუნებული, რომ 2020 წელს ქუთაისში იქნება. ვერ ვნახავთ პერსპექტიულ ადამიანს, რომელსაც ამ ქალაქში დარჩენა უნდა. ამ პირობებში ყველა წასვლას გეგმავს. როგორც მთელ ქვეყანას, ქუთაისს აქვს სამი ძირითადი საფრთხე, ესაა: სიღატაკე, ოჯახების მიგრაცია და ნიჰილიზმი. ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და შიში დავძლიოთ. ვფიქრობთ, 2020 წელს მარტო პოლიტიკური პარტიების იმედად ვერ ვიქნებით და უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება. საპარლამენტო სტატუსის დაკარგვამ დაგვანახა, რომ ქუთაისი გახდა შენელებული ქალაქი. მოვითხოვთ პარლამენტის დაბრუნებას, როგორც მთავარი მამოძრავებელი და ამოსავალი წერტილი. ეს თემა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელზეც აქცენტი გაკეთდება, ამასთან, გააქტიურდება სხვა თემებიც. ინფრასტრუქტურა კარგია, ტურისტები კარგია, მაგრამ ეს ვერ იქნება მთავარი განმავითარებელი. ჩვენ გვინდა მეტი ახალგაზრდა დაბრუნდეს ქალაქში და ერთად ვიზრუნოთ განვითარებაზე.  გვინდა, ადამიანები არ წავიდნენ. აქამდე თუ ამბობდნენ, ვერ ხდებოდა სამოქალაქო აქტივისტების მობილიზება, ახლა იქნება შესაძლებლობა გავერთიანდეთ და ვიზრუნოთ პრობლემების მოგვარებაზე", -განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა ია იაშვილმა.
მისი თქმით, მოძრაობაში გაერთიანება ყველას შეეძლება, ვისთვისაც მსგავსი ინიციატივები მისაღები იქნება.
მოძრაობა ყოველ თვეში გამართავს შეხვედრას და სხვადასხვა თემა გაჟღერდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა