|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პიჯაკის საქმეში“ ბრალდებულებს პროკურატურამ ბრალი მოუხსნა

ე.წ. პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები პროკურატურამ გაათავისუფლა. მათ თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოუწევთ. როგორც ბრალდებული ნიკოლოზ ნარსია აცხადებს, მათ ივანიშვილს პირველი ბრძოლა მოუგეს.

„დღეს პირველად დამარცხდა ივანიშვილი და ეს ჩვენი გამარჯვებაა. დაგვიჭირეს, გვთხოვდნენ, რომ ბრალი გვეღიარებინა. სულ ამას ვამბობდი, რომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. დღეს დაგვიბარეს პროკურატურაში და 500 ლარიანი ჯარიმით გამოგვიშვეს ბრალი განგვარიდეს. დავამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – აცხადებს ნარსია.

„თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები გასულ წელს დეპუტატის შეურაცხყოფისა და პიჯაკის შემოხევის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე თვეში გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. წელს კი პრემიერის განცხადების საფუძველზე ბრალი მოეხსნათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა