|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პიჯაკის საქმეზე" ბრალდებულებს პატიმრობა აღარ ემუქრებათ

ე.წ. პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა აღარ ექმუქრებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა. კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „პიჯაკის საქმეზე“ ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობას აღარ ითხოვს.

ნიკა მელიამ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას კვირიკაშვილს კითხვით მიმართა, თუ  მიმართა რა ბედი ელით ე.წ პიჯაკის საქმესა და მარნეულის ინცინდენტში ბრალდებულებს, რომელთაც პატიმრობა ემუქრებოდათ, მაშინ, როდესაც კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები მსუბუქი სასჯელით გათავისუფლდნენ.

"რაც შეეხება იმ სამ ახალგაზრდას, იქ არის გადახდილი გირაო და პატიმრობა ვეღარ იქნება მოთხოვნილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ახლახანს პროკურატურიდან მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დეპუტატის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით "თავისუფალი ზონის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი დააკავეს, რომლებიც გიარაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. პროკურატურამ მათთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ნარსიას განცხადებით, მათთვის უცნობი იყო პროკურატურის გადაწყვეტილება და მხოლოდ პრემიერის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. ნარსიას განცხადებით, არც ის იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და სასამართლო პროცესები  როგორ გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა