|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პიჯაკის საქმეზე" ბრალდებულები საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებენ

დავით ლორთქიფანიძის საქმეზე ბრალდებულებმა პროკურატურისაგან საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება მიიღეს. "თავისუფალი ზონის" წევრების განცხადებით, ამ შეთავაზებაზე მათ უარი განაცხადეს.

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე  და კახა გაბუნია მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

"თავისუფალი ზონის" წევრები თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს არ ამალავენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ არ შეწყვეტენ.

"გვითხერეს, რომ უნდა აღიაროთ დანაშაული და გაგიფორმებთ ორწლიან პირობით სასჯელს. ჩვენ არ ვაპირებთ ვაღიაროთ, რომ ლორქიფანიძეს თავს დავესხით და დანაშაული ჩავიდინეთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ",-განაცხადა ნიკა ნარსიამ.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა