|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში 41 სახლის რეაბილიტირება მოხდება

 ქუთაისში, რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში 41 სახლის რეაბილიტირება მოხდება. პროექტი მიზნად ისახავს  ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის  SPA190002436 თანახმად,  პროექტირება იწარმოებს 3 ნაწილად, პარალელურ რეჟიმში. პროექტის 1-ლი ნაწილი - მარჯვენა სანაპიროზე არსებული 17 სახლის, პროექტის მე-2 ნაწილი - მარცხენა სანაპიროზე არსებული 12 სახლის  და პროექტის მე-3 ნაწილი - მარცხენა სანაპიროზე დარჩენილი 12 სახლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები.

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის იდეა ქუთაისის მერიას ეკუთვნის. ინივიატივა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოიწონა. 

ადგილზე სამუშაოების დაწყება 2020 წლიდან იგეგმება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა