|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პირადად არ შეგაწუხებთ ხოლმე ასეთი გამოძახებებით, მე გეახლებით ადგილზე" [VIDEO]

იმერეთის ახალი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუშაობას დღეიდან შეუდგა. მან მხარის პირველ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეკრებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მზად არის საკუთარი გამოცდილება იმერეთს მოახმაროს.

"სამხედრო ვარ 20 წელზე მეტია.  ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვმუშაობდი, რომ გამოცდილება მეც დამიგროვდა და მზად ვარ, ეს გამოცდილება გამოვიყენო თქვენთან ერთად რეგიონის განვითარებისთვის. პირველ რიგში, მადლობა, რომ აქ ბრძანდებით დღეს. პირადად არ შეგაწუხებთ ხოლმე ასეთი გამოძახებებით, მე გეახლებით თვითონ ადგილზე. ყველა მუნიციპალიტეტს მოვინახულებთ. დღეს დავაზუსტებთ, რომელი რაიონით დავიწყებთ. სიამოვნებით მოვისმენთ ყველასგან, რა არის დაგეგმილი რაიონში და რა პრობლემებია. მე ვფიქრობ, ურთიერთობით იწყება ყველაფერი და ურთიერთობას მივყავართ შედეგამდე და პრაქტიკაში არ მქონია ისეთი გამოწვევა, რომ ურთიერთობა არ შემდგარიყოს. დარწმუნებული ვარ, თქვენთაც დავამყარებთ ამ ურთიერთობას და ერთად ვიფიქრებთ შედეგზე, რაც აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას"-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის საკადრო ცვლილება დაგეგმილი არ არის და ყველა თანამშრომელი თანამდებობას დამსახურების მიხედვით შეინარჩუნებს.

იმერეთის ახალი გუბერნატორის წარდგენას რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი ესწრებოდა. შეხვედრაზე არ გამოჩენილა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა