პირადი ცხოვრების კადრების სავარაუდო გამავრცელებელი დააკავეს
კუდის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავეს. "იმედის" ინფორმაციით, ეს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უკავშირდება. ჯამალაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ. მანამდე კი მის მიმართ ოფიციალური ბრალდება უცნობია.
ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლის განცხადებით, მათი ბინიდან კომპიუტერები და მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ნივთბი ამოიღეს.
კიბერდანაშაულისათვის დააკავეს 2012 წელს ზურაბ ჯამალაშვილის შვილიც, ვასილ ჯამალაშვილი. მას ბრალად კომპიუტერში უნებართვოდ შეღწევა წაუყენეს, თუმცა შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















