პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანების გამო, ხუთმა დაშავებულმა მიმართა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს (ყოფილი კლინიკური საავადმყოფო). "ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში 5 შემთხვევა დაფიქსირდა, საკმაოდ მძიმე შედეგებით, რამდენიმეს ხელის ამპუტაცია დასჭირდა",- განუცხადა "ნიუპრესს" სამედიცინო კორპორაციის "ევექსი" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიჟარაძემ.
პიროტექნიკით დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში. "საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა", -განუცხადა "ნიუპრესს" სამსახურის ხელმძღვანელმა მაია რუხაძემ.
საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „კვირა“ ინფორმაციით, თბილისში, დამწვრობის ცენტრს 20-მდე პირმა მიაკითხა, მათ შორის 4 ბავშვია.
გამოცემის თანახმად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, ახალი წლის ღამიდან 2 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორს თითების ამპუტაცია დაჭირდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















