|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველად საქართველოში-ექოსკოპიურ კვლევაზე მისული მშობელი მუცლად მყოფი ნაყოფის გამოსახულებას ფერად, 4D რეჟიმში ნახავს, ხოლო 3D რეჟიმში ნაყოფის სახის დაბეჭდილ გამოსახულებას მიიღებს

მიმდინარე წლის მაისიდან თქვენ მეგობარ „კლინიკა ბომონდში“ ექოსკოპიურ კვლევაზე მისული ფეხმძიმე ქალბატონები მუცლად მყოფი ნაყოფის ფოტოს 3D რეჟიმში დაბეჭდილს მიიღებენ. ნაყოფის სახის 3D რეჟიმში ბეჭდვის საშუალებას ის თანამედროვე ულტრაბგერითი კვლევის აპარატი იძლევა, რომელიც „კლინიკა ბომონდმა“ შეიძინა.

 „ეს არის 2018 წელს გამოშვებული აპარატი GE Voluson E10. დღეისათვის აღნიშნული თანამედროვე აპარატი მთელს საქართველოში მხოლოდ ორ კლინიკაში დგას-„კლინიკა ბომონდსა“ და კლინიკა „სმარტ ულტრასაუნდში“, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი რადიოლოგი ბატონი სერგო მათითაშვილია. ახალი თაობის აპარატები გვაძლევს ახალ შესაძლებლობას და პირველად საქართველოში-ნაყოფის სახის 3D პრინტერზე ბეჭდვა განხორციელდება. შედეგების სანდოობაზე აქ საუბარიც ზედმეტია. ჩენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ წინსვლაზე და პაციენტებისათვის მეტი სიახლის შეთავაზებაზე. ეს არის „კლინიკა ბომონდი“-ს მიზანი და ამიტომ მიმდინარეობს კლინიკაში ყველა განყოფილების უახლესი აპარატურით აღჭურვა,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი მამუკა მიქაძე.

 ორი კლინიკის-„კლინიკა ბომონდი“-სა და „სმარტ ულტრასაუნდი“-ს ერთობლივი პროექტი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება ულტრაბგერითი კვლევა დარგის საუკეთესო სპეციალისტთან ჩაიტარონ.

 კვლევის ჩატარება ორსულების გარდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაღალი ხარისხის კვლევები კლინიკაში რეგულარულად ჩატარდება, ხოლო პაციენტების მიღება წინასწარ ჩაწერით მოხდება.

პროექტს „სმარტ ულტრასაუნდის“ ხელმძღვანელი ბატონი სერგო მათითაშვილი და პროფესორი მამუკა მიქაძე გაუძღვებიან.

პაციენტების მიღება 4 და 5 მაისს მოხდება. წინასწარ ჩასაწერად უნდა დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 593 986 705.

თქვენი მეგობარი „კლინიკა ბომონდი“ ჯანმრთელობას გისურვებთ!

 [R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა