"პოლიციელებს დაავალეს აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში და მოახდინონ პროვოკაციები"-გიგა შუშანია
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის შტაბის წარმომადგენელი გიგა შუშანია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დარღვევებსა და დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი კომისიის წევრებს ურეკავენ და კანონის დარღვევით აგიტაციაში მონაწილეობას აიძულებენ.
მისი თქმით, არჩევნებში აქტიურად არიან ჩართული ძალოვანი უწყებები.
"საარჩევნო პერიოდში დარღვევის და დაშინების არაერთი მაგალითი გამოვლინდა, ხდებოდა ზეწოლა და მოსყიდვა. რამოდებიმე დღის წინ შსს-მ იმერეთში თათბირი ჩაატარდა და პოლიციელებს დაავალეს აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში და მოახდინონ პროვოკაციები, ასევე ხდება ადმინისტრაციული რესურსის იძულებით ჩართვა არჩევნებში. კომისიის წევრებს აიძულებენ აგიტაციაში მიიღონ მონაწილეობა. ახლაც გუბერნატორის პირველი მოადგილე და მაღალჩიონსნები სუსში არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, როგორმე გაიყვანონ სალომე ზურაბიშვილი, ისინი შეეკრენ კრიმინალებს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, დავიცავთ ჩვენს ხმებს", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















