პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ აქციები იმართება
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეები სამტრედიის რაიონული პოლიცისკენ დაიძვრებიან, სადაც აქცია გაიმართება. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ პრემიერ-მინისტრს განცხადებით უკვე მიმართეს.
"თეთრი ხმაურის" აქციას შეუერთდა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია.
სამტრედიაში პოლიციის შენობის წინ აქცია სახელწოდებით „დემურ სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!“ 18 საათზე დაიწყება.
აქციას ასევე "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და თემურ ცამციშვილიც შეურთდებიან. მათი მოთხოვნა სტურუას საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ასევე სამტრედიის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის შერბილებასა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის შემთხვევების მონიტორინგს ითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















