|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გათავისუფლებული გამგეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გაერთიანებამ უნდა გადახედოს"

ქუთაისში ბაგა–ბაღების გამგეების გათავისუფლების საკითხი საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს. მაჟორიტარ–დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით, გაერთიანებამ გამგეების მიმართ უგუნური გადაწყვეტილება გამოიტანა, როდესაც ფეხმძიმე ქალბატონი, ასევე მცირეწლოვანი შვილის დედა და მარტოხელა დედა სამსახურიდან გაუშვა. ქათამაძის განცხადებით, გამგეების ბრალეულობა არ იყო იმ დონის, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულიყვნენ, თანაც იმ მოტივით, თითქოს არ მოხდა ხელმძღვანელობის გაფრთხილება მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ, მაშინ, როდესაც გამგეებმა საქმის კურსში ჩააყენს მერის მრჩეველი მამუკა ჭონიშვილი.

"თუ თქვენ თვლით, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და ამის გამო გაუშვით, მაშინ დაკისრებულ მოვალეობას ვერც გაერთიანების ხელმღვანელი ნანა ლორთქიფანიძე ასრულებს და ის გადაიყვანეთ სხვა სტრუქტურაში",–განაცხადა ქათამაძემ. მას ასევე შენიშვნა, ჰქონდა "ნაციონალების" მხარდამჭერების მაღალ თანამდებობაზე დატოვების შესახებ. კერძოდ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც  "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქათამაძემ  ერთ–ერთ ასეთ საჯარო მოხელედ ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი დაასახელა.

ოპონენტს არ დაეთანხმა ქალაქის მერი. შოთა მურღუილიას განცხადებით, "ქართული ოცნების" გაძლიერებას ქუთაისში თავის დროზე ხელი სწორედ  ხვადაგიანმა შეუწყო.

"იმის გამო, რომ ეს ადამიანები, რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ასოცირდებოდნენ, არაა დანაშაული და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას არ დავუშვებთ",–განაცხადა მურღულიამ. მისივე თქმით, გათავისუფლებული გამგეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილრებას გაერთიანებამ უნდა გადახედოს. თუ გაერთიანება არ შეცვლის გადაწყვეტილებას, გათავისუფლებულები მიმართავენ სასამართლოს და დაიცავენ თავიანთ უფლებებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი