|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისისა და პოზნანის უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამები იგეგმება

 ქუთაისთან დამეგობრებული პოლონეთის ქალაქ პოზნანის უნივერსიტეტების წარმომადგენლები დღეს ქალაქის მერიის სხდომათა დარბაზში ქუთაისელ კოლეგებს  შეხვდნენ.

შეხვედრას  სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად  მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პოლონეთის დელეგაციას ქალაქ პოზნანის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი  მიხალ კაცმარეკი  ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს ორი დამეგობრებული ქალაქის უნივერსიტეტებს შორის კონტაქტების გაღრმავება და გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა