|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრემიები, რომელიც საკრებულოში გაიცა, ქველმოქმედებას მოხმარდა"

საკრებულოს  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ  ირმა პეტრიაშვილმა საკრებულოში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით,  გაცემული პრემიები იყო ძალიან მიზერული და ეს თანხაც ქველმოქმედების სახით გაიცა სოციალურად დაუცველებზე.

"პრემიებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. მინდა განვაცხადო, რომ პრემიები, რომელიც საკრებულოში გაიცა იყო მიზერული და ის თანხაც ქველმოქმედებისთვის გაიხარჯა. ასე რომ, ეს თემა არ უნდა იყოს განსჯის საგანი. წინა წლებში გაცილებით მეტი პრემიები გაიცა, თუ ვინმეს დააინტერესებს, შეუძლია მოიძიონ ინფორმაცია",- აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.

აღნიშნული განცხადება, ირმა პეტრიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი