|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც ”მთავრობის ადმინისტრაციიდან განაცხადეს, პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს.

პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

”პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ავტორი: ნიუპრესი