პრემიერ–მინისტრმა გუბერნიებში პირველი დავალებები გასცა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მესამე დღეა იმერეთის რეგიონში ელექტრომომარაგების აღდგენისა და საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი გზებიც. იმერეთის რეგიონის 12-ვე ერთეული საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან მთავრობის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის სამტრედიის რაიონში არსებულ ვითარებას გაეცნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















