პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში 3 თებერვალს, 14:00 საათზე მოუსმენენ.
"საქართველოს პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება 2 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომით, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















