|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი სასამართლო კორპუსს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი მოსამართელეთა კორპუსის მისამართით გამოთქმულ შენიშცვენს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მხარდაჭერ განცხადებას ავრცელებს.

"მოსამართლეთა კორპუსს მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება. ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე"–ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა