პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომხდარი დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს
"ერეკლე მეორის საზოგადოების" მიერ ორგანიზიებულ აქციაზე "თავისუფალი ზონის" ერთი წევრი დააკავეს. აქცია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მოაწყვეს.
"თავისუფალი ზონის" წევრმა პროტესტი გამოხატა იმ ლოზუნგებისა და გამოსვლების მიმართ, რომელსაც "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები აქციაზე აფიქსირებენ. "თავისუფალი ზონის" წევრსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა და "თავისუფალი ზონის" წევრი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ,ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები აქცია მოაწყვეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















