|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 239 მსჯავრდებული შეიწყალა. ამათგან 18 ქალი და 3 არასარულწლოვანი ბრალდებულია.

"2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომლის საფუძველზეც იქნა შეწყალებული 238 მსჯავრდებული. ამ 238 მსჯავრდებულიდან ქალბატონია - 18, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებული არის – 3. დღესვე, 25 დეკემბერს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დატოვებს 172 მსჯავრდებული. ეს 172 მსჯავრდებული პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა საპატიმრო სასჯელიდან, ამ 172 მსჯავრდებულიდან 11 არის ქალბატონი და ორი არის არასრულწლოვანი. დანარჩენი 66 მსჯავრდებული, რომელიც არის შეწყალებული, დარჩება საპატიმრო დაწესებულებებში, მათ შეუმცირდებათ დარჩენილი სასჯელი. ეს არის იმ შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული იმ 1452 საქმიდან შერჩეული მსჯავრდებულები, რომელიც პრეზიდენტმა დღეს, 2015 წლის 25 დეკემბერს შეიწყალა", - განაცხადა ქორიძემ.
 შეწყალება შეეხო როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს. უმეტესობა მათგანი კი, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულები არიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა