"პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის უფლება არ აქვს"
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის წინადადება, ცალკეული საკითხის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განაცხადა.
„აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განმარტა, კონსტიტუციის 78-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სხდომის მოწვევის და მასზე ბოლო დროის რეზონანსული მოვლენების განხილვის ინიციატივით ორიდღის წინ გამოვიდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















