|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად საარჩევნო კოლეგიის წევრები აირჩევენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერმინი ”ხმოსანი” ქილიკის საგანი გახდა - შესაბამისად, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ტერმინის შეცვლის შესახებ, კონსტიტუციაში ”ხმოსანის“ ნაცვალდ  ტერმინი - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ ჩაიწერება.

ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე დარბაზში მყოფ საზოგადოებას კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აცნობს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის მონაწილეებს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია გააცნო. 

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა