|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით

რამდენიმე წელია ქუთაისი კინოთეატრის გახსნის მოლოდინშია. ქალაქი ამ დრომდე 2015 წელს დაანონსებულ პრეზენტაციას ელოდება.

მფლობელთა არაერთგზის გაკეთებული  განმარტების თანახმად, დარბაზების მოწყობა თითქმის დასრულებულია, მიუხედავად ამისა, კინო "საქართველოს"  შენობაში ყველაფერი  ფუნქციონირებს, გარდა კინოსა. აქ არის მაღაზიები, გასართობი ცენტრი, კაფე - ბარი და ონლაინ სესხების ჯიხურებიც კი.

ქუთაისი  იღებს დაპირებებს თანამედროვე კინოთეატრის გახსნის შესახებ, ინვესტორები კი კინოს სახელით - მიმდებარე ტერიტორიებს პარკირებისათვის. მფლობელებს პარკირების მოსაწყობად ტერიტორია 30 წლიანი ვადით საკრებულოს მხარდაჭერით დღევანდელ სხდომაზეც გადაეცათ, თუმცა არა სრული მხარდაჭერით. საკრებულოს "ლეიბორისტ" დეპუტატს სამსონ გუგავს მოთხოვნით, ადგილი,  სადაც პარკირება უნდა მოეწყოს, უმჯობესია "პარკინგსერვისს" გადაეცეს, რადგან ამით ბიუჯეტში გარკვეული თანხა შევა. მის საპასუხოდ მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ განმარტა, რომ იჯარის თანხას ახალი მფლობელიც შეიტანს ბიუჯეტში და ამით ქალაქი არ დაზარალდება.

 კინო "საქართველოსთვის" პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნა გააპროტესტეს დეპუტატებმა ირმა პეტრიაშვილმა და კახი დვალიშვილმა. პეტრიაშვილის თქმით, ორი წლის განმავლობაში კინოს დაპირების სახელით ინვესტორებს უშედეგოდ გადაეცემა ტერიტორიები. კახი დვალიშვილმა კი  საკითხს  ღიად გამოუცხადა უნდობლობა.

"ამ ადამიანებმა რადენიმე წელში, საქმიანობიდან გამომდინარე,  შეიძლება, საპატიო ქუთაისელის წოდება მოითხოვონ  და ამაშიც  მხარი უნდა დავუჭიროთ? მე პირადად, მხარს არ დავუჭერ მათ, ისევე, როგორც მხარ არ დავუჭერ მათთვის ადგილის მიცემას, რადგან ისინი კინოს სახელით სარგებლობენ და ითვისებენ ადგილს ქალაქის ცენტრში", -განაცხადა დვალიშვილმა.

კინო "საქართველოს" ახალი მფლობელებისთვის ფართის მიცემას ინვესტორის მხარდაჭერად და  წახალისებად თვლიდა ქალაქის მერი. როგორც გასულ თვეში საკრებულოს სხდომაზე შოთა მურღულიამ განმარტა, ქალაქში შემოსულ ინვესტორს, რომელიც ხარჯავს 10 მილიონს, უნდა მისცენ ადგილი პარკირებისთის, რომ  იმუშაოს კინოთეატრმა.  სწორედ ამ მხარდაჭერის გამო ქალაქმა კინო "საქართველოს" გვერდით არსებულ კაფეს, მიუხედავად უფლებამოსილების შეჩერებისა,  ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. კაფე სხვა უბანში გადავიდა, თუმცა "ფლამინგოს" ადგილზე ახალი ინვესტორი შემოვიდა ახალი გეგმებით.

კინო "საქართველოს" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კახა ჭუმბურიძემ მოგვიანებით უარყო მათი მოთხოვნა და განაცხადა, რომ მათ ქალაქის მერიისთვის ფართის სანაცვლოდ კაფეს გაყვანა არ მოუთხოვიათ. კახა ჭუმბურიძემ ამჯერზე "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ მას კინო "საქართველოსთან" ურთიერთობა აღარ აქვს და არ იცის როდის მოხდება კინოს გახსნა. 

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა