|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არაადაპტირებული გარემო შშმ პირთა დასაქმების მთავარ პრობლემად რჩება

ქუთაისში შშმ პირთა თანაბარი  შესაძლებლობების უზრუნველყოფის  2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, დამსაქმებლები, ჟურნალისტები და თავად შშმ პირები ესწრებოდნენ. საუბარი  იყო სამომავლო გეგმებზე და შშმ პირების დასაქმებაზე, ასევე ადაპტირებული გარემოს მოწყობაზე. როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისში შშმ პირთა დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება. ამავდროულად არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც კომპანიები ამ ადამიანების  დასაქმებისათვის მზად არიან.

"ჩვენ კომპანიაში 4 შშმ პირი გვყავს დასაქმებული და ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ ისინი გადავამზადეთ და როგორც სხვა თანამშრომლები, ისე მუშაობენ. სამომავლოდ  კომპანია გეგმავს ბიზნესის გაფართოებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას. ჩვენთან ხდება ავეჯის დამზადება, საექსპორტო  პროდუქციის წარმოება,  ხის დამუშავება და ამ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი", - აღნიშნა შპს "მადერა ჯორჯიას" დირექტორმა ბესიკ მატკავამ.

პრობლემებზე საუბრობენ შშმ პირები.  მათი განცხადებით, არ არის შესაბამისი  შესაბამისი ტრანსპორტი და კომპანიებს არ აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

"მე არ ვარ დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ვარ იურისტი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ არის  ადაპტირებული გარემო.  არაა შესაბამისი ტრანსპორტი და კომპანიებიც არ არიან მზად ჩვენს დასასაქმებლად",-განაცხადა მერაბ ქვარიანმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა