|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ახალგაზრდები სტრასბურგში გაემგზავრნენ

ქუთაისისა და სტრასბურგის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- "საქართველო" ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები ევროპისათვის“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 20 დეკემბერს ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ.

შეხვედრების ფარგლებში, მათ მიიღეს ინფორმაცია ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლებისა და ევროპული ინსტიტუციების მუშაობის შესახებ.

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მარიამ მაისაიამ, ახალგაზრდებს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა.

ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. სტუდენტებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

სტრასბურგში ვიზიტი 23 დეკემბრამდე გაგრძელდება. 21-22 დეკემბერს პროექტის მონაწილეები ქალაქის მერის მოადგილეს შეხვდებიან და ევროპული ღირებულებების შესახებ ადგილობრივ სტუდენტებთან დისკუსიაში ჩაერთვებიან.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ინსტიტუციების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სტრასბურგში ვიზიტამდე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს სამი თვის განმავლობაში, ევროპული ინსტიტუციების მნიშვნელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ტრენინგ-სემინარები უტარდებოდათ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა