|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტების მხრივ ქუთაისშიც არსებობს პრობლემები-შავლეგო ტაბატაძე

იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, პრობლემები არსებობს ქუთაისშიც.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაც ამ პრობლემებზე საუბარს და მათი მოგვარების გზებს ეხებოდა. მისი თქმით, მომავალში პროექტები მოსახლეობაზე მეტად მორგებული იქნება.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,  ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სახის შენიშვნა,  მათ შორის ქუთაისშიც არსებობს პრობლემები, გეთანხმებით რუსთაველის და თბილისის ქუჩებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პრობლემაა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.   ზუსტად ეს შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ აღნიშნული პრობლემები როგორ მოგვარდეს  სწრაფად და ის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს და 2018-ში უნდა დასრულებულიყო  როგორც ქუთაისში, აგრეთვე სხვა მუნიციპალიტეტში. ზუსტად ამ პრობლემების მოგვარებაზე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, 2019 წელს გაცილებით კარგად მოხდება დაგეგმვა და გაცილებით ეფექტური და მოსახლეობაზე მორგებული პროექტების განხორციელებას შევძლებთ", - განუცხადა შავლეგო ტაბატაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ,  იმერეთის გუბერნატორი დღეს მერებს შეხვდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა