პროევროპული აქციების მონაწილე ექიმი, გიორგი ახობაძე თავისუფალია
პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც დაკავებული ექიმი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის თქმით, ახობაძის წინააღმდეგ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ოვაციები მოყვა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: